პროკურორთა როტაცია თუ სისტემური ცვლილება?

ავტორი: სანდრო როჩიკაშვილი

2012 წლის 17 დეკემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საქართველოს მთავარ პროკურატურიდან მიიღო პასუხი მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე, რომელიც მოიცავდა 2012 წლის 20 ოქტომბრიდან საქართველოს  პროკურატურის სისტემაში დანიშნულ თანამდებობის პირების (მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, ქ. თბილისის და საოლქო პროკურორები და მათი მოადგილეები, რაიონული პროკურორები და მათი მოადგილეები) ბიოგრაფიულ მონაცემებს (CV).  აღსანიშნავია, რომ პასუხი მოთხოვნაზე მოწოდებულ იქნა ერთი თვის დაგვიანებით – ინსტიტუტის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილი მთავარ პროკურატურას 2012 წლის 16 ნოემბერს გაეგზავნა.

1

არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით საინტერესოდ მიგვაჩნია წარმოგიდგინოთ პროკურორის თანამდებობაზე ახალდანიშნულ პირთა გამწესების თავისებურებანი.

როგორც მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემებიდან ირკვევა, ახალდანიშნულ პროკურორთა უმეტესობას წინა ხელისუფლებაშიც პროკურორის თანამდებობა ეკავა.

ასე, მაგალითად ქ. თბილისის პროკურატურაში ახლადდანიშნულ ყველა ხელძღვანელ პირს (ქ. თბილისის პროკურორი და მისი ორი მოადგილე) 2003 წლიდან დღემდე პროკურატურის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა (ძირითადად რაიონული პროკურორის თანამდებობები). ამასთან, ქ. თბილისის პროკურორის (დავით კოჭლამაზაშვილი) და მისი ერთ-ერთი მოადგილის – ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსის (ბესიკ თხელიძე) პროკურორად მუშაობის სტაჟი 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან იწყება.

2

დაახლოებით იგივე სურათს ვაწყდებით საოლქო პროკურატურების მაგალითზეც, თუმცა საინტერესო ვარიაციებით. კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორს (ვალერიანე იოსავა), რომლის შესაბამის სისტემაში მუშაობის სტაჟიც 1972 წლიდან იწყება, მაგალითად წინა ხელისუფლების პირობებში – 2005-2007 წლებში, მცხეთის რაიონის მოსამართლის თანამდებობა ეკავა, რის შემდეგაც საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დასაქმდა (2007-2008 წწ.). განსაკუთრებით საინტერესო ბიოგრაფია გააჩნია აჭარის ა/რ რესპუბლიკის პროკურორს (ლევან გზირიშვილი), რომელიც წინა ხელისუფლების მოწვევის პარლამენტში (2004-2008 წწ.) წარმოადგენდა კასპის რაიონის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატის სახით, ხოლო 1999-2003 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე. საინტერესო განათლების მქონე (მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების ტექნოლოგიური ფაკულტეტი და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი)

3

ამჟამინდელი ახალციხის რაიონული პროკურორი (გოდერძი გოდერძიშვილი) წინა ხელისუფლების პირობებში (2003-2012) ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურაში  მუშაობდა (მ.შ. რაიონულ პროკურორად). რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორს (გივი პაპუაშვილი), რომლის შესაბამისი სამუშაო სტაჟიც 15 წელიწადს ითვლის, თანამდებობაზე უშუალოდ დანიშვნამდე (2012 წ.) სს „ბანკი ქართუში“ საკრედიტო ექსპერტად მუშაობდა.

და ბოლოს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში ახლადდანიშნულ ყველა პირს გარდა ერთისა, წინა ხელისუფლების პირობებშიც ეკავათ შესაბამის სტრუქტურებში ესა თუ ის თანამდებობა. ის ერთადერთი პირი, რომელსაც არ გააჩნია პროკურატურის სისტემაში მუშაობის სტაჟი, გახლავთ თავად საქართველოს მთავარი პროკურორი, რომლის განათლება და პროფესია დაკავშირებულია მის აწ უკვე წარსულ წარმატებული ადვოკატის საქმიანობასთან.

ინსტიტუტი ვერ ხედავს რაიმე უარყოფითს იმ გარემოებაში, რომ „ძველი“ კადრები საქმდებიან ან აგრძელებენ მუშაობას ახალი ხელისუფლების პროკურატურის სისტემაში. ნებისმიერი პირის მრავალწლიანი გამოცდილება შეუფასებელია ამა თუ იმ სამუშაოს ეფექტურად შესრულებისათვის. ამავე დროს, გვინდა აღვნიშნოთ,  რომ 2012 წლის 20 ოქტომბრიდან პირადი განცხადების საფუძველზე დათხოვნილი 25 მუშაკის გარდა, პროკურატურის სისტემაში კვლავ განაგრძობენ საქმიანობას წინა ხელისუფლების მიერ მოყვანილი კადრები, რომელთა საქმიანობის მიმართაც საზოგადოებას საფუძვლიანი ეჭვი გააჩნია. შესაბამისად საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათ მართლზომიერ პროფესიულ საქმიანობაზე.

This entry was posted in თანამდებობის პირები and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s