პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ აქვს ინფორმაცია საპრეზიდენტო პროგრამების შესახებ

2012 წლის 27 ივლისს ა(ა)იპ – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაეგზავნა წერილები OPD07/12-030 და OPD07/12-031, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილ იქნა შემდეგი საჯარო ინფორმაცია:

1. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) ოდენობის შესახებ ინფორმაცია და ხსენებული სარგოს განსაზღვრის (დამტკიცების) შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ასლი;

2. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) ოდენობის შესახებ ინფორმაცია და ხსენებული სარგოს განსაზღვრის (დამტკიცების) შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ასლი;

3. პრეზიდენტის მრჩეველის თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) ოდენობის შესახებ ინფორმაცია და ხსენებული სარგოს განსაზღვრის (დამტკიცების) შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ასლი;

4. პრეზიდენტის პრეს-სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) ოდენობის შესახებ ინფორმაცია და ხსენებული სარგოს განსაზღვრის (დამტკიცების) შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ასლი;

5.  პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) ოდენობის შესახებ ინფორმაცია და ხსენებული სარგოს განსაზღვრის (დამტკიცების) შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ასლი;

6. 2012 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების შესახებ არსებული ბრძანებულებების ასლები;

7. საპრეზიდენტო პროგრამების ჩამონათვალი, მათი ხანგრძლივობა და პროგრამებზე გათვალისწინებული თანხები 2011-2012 წლებში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სრულიიგნორირება მოახდინა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, რითიც საქართველოს კანონმდებლობის დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა.

აღნიშნულის საპასუხოდ, კანონმდებლობით დადგენილი ყველა ვადის დაცვით, ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ 2012 წლის 06 სექტემბერს ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ, ბატონ დავით ტყეშელაშვილის სახელზე. ინსტიტუტის ადმინისტრაციულ საჩივარს საჯარო დაწესებულების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. სახეზე იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის კონკრეტული შემთხვევის მიმართ აშკარა გულგრილობისა და იგნორირების აქტის დემონსტრირება.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, 2012 წლის 12 ოქტომბერს ინსტიტუტმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის საჯარო ინფორმაციის გაცემის (ქმედების განხორციელების) დავალდებულების მოთხოვნით – სასამართლომ მიიღო სარჩელი წარმოებაში.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 08 ნოემბერს ჩანიშნულ პირველ მოსამზადებელ სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამცნო ინსტიტუტს წერილით, რომ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის კონკრეტული რაოდენობის გადახდის შემთხვევაში ინსტიტუტი მიიღებდა მოთხოვნილ ინფორმაციას. შესაბამისად, სხდომაზე სასამართლოს ემცნო აღნიშნულის შესახებ, ხოლო ინსტიტუტმა ითხოვა დრო რათა გაეცნოს პასუხს და წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება, რაც დაკმაყოფილებულ იქნა.

2012 წლის 9 ნოემბერს, შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის შემდეგ, ინსტიტუტმა მიიღო პრეზიდენტის ადმინისტრაციისაგან პასუხი, რომელიც ჯამში სულ შეადგენდა 76 გვერდს. პასუხის გაცნობის შემდგომ, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ კითხვაზე –  „საპრეზიდენტო პროგრამების ჩამონათვალი, მათი ხანგრძლივობა და პროგრამებზე გათვალისწინებული თანხები 2011-2012 წლებში“ პასუხი კვლავაც იგნორირებულ იქნა.

2012 წლის 29 ნოემბერს, მორიგ სხდომაზე, ინსტიტუტმა ნაწილობრივ გამოიხმო სარჩელი მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა იგნორირებული კითხვის გარდა სხვა მოთხოვნებზე ქმედების განხორციელებას, თუმცა მოითხოვა პასუხის გაცემა 1 იგნორირებულ კითხვაზე. სასამართლომ გამოაცხადა შესვენება, რა ვადაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას უნდა შეეთანხმებინა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირთან 1 კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემის საკითხი.

2012 წლის 6 დეკემბერს, სასამართლო სხდომის გამართვამდე 20 წუთით ადრე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოაწოდა პასუხი ინსტიტუტს, რომლის თანახმადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინსტიტუტის მიერ მოთხოვნილ პუნქტზე ინფორმაცია დაცული არ იყო.

prezidentis administracia

ტექნიკურად და ფორმალურად ქმედების განხორციელება სახეზე იყო, რის გამოც ინსტიტუტის სარჩელი გამოხმობილ იქნა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნამდეც და შემდგომაც, ინსტიტუტი ფლობდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ არსებობდა კონკრეტული საპრეზიდენტო პროგრამები, რაც დასტურდება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სხვა ინტერნეტ რესურსებზე განთავსებული შესაბამისი ინფორმაციით. ხსენებული პროგრამების აღწერა ბეჭდვითი სახით ინსტიტუტმა გააცნო მოპასუხესაც და სასამართლოსაც.

saprezidento programa 1saprezidento programa 2saprezidento programa 3

პროცესის შედეგად, გამოიკვეთა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინტერესო მიდგომა, სწორედაც რომ, როგორც აღმოჩნდა, მისთვის ძალზედ მტკივნეულ თემასთან – პრეზიდენტის პროგრამებთან მიმართებაში. მოპასუხის ცალსახა პოზიციას, წარმოადგენდა შემდეგი მსჯელობა: მართალია ვებ-გვერდებზე და სხვა სოციალური მედიის საშუალებებით გაჟღერებულ იქნა კონკრეტული საპრეზიდენტო პროგრამების შესახებ ცნობები, თუმცა არ არსებობს ცნება – „საპრეზიდენტო პროგრამა“, რადგან „პროგრამებად“ მოხსენიებული იყო კონკრეტული დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებიც ტერმინის „პროგრამა“ ქვეშ არ ფინანსდებოდნენ და შესაბამისად, მათ შესახებ ინფორმაცია არ ინახება ადმინისტრაციაში. თავის მხრივ, სასამართლოს ამ ლოგიკის ან მსჯელობის რაიმე სახით დაკონკრეტება არ მოუთხოვია.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპრეზიდენტო პროგრამებთან დაკავშირებული მსჯელობის ლოგიკა ფართო საზოგადოების ინტერპრეტირებისათვის მიგვინდია.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in სახელმწიფო პროექტები და პროგრამები and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ აქვს ინფორმაცია საპრეზიდენტო პროგრამების შესახებ

  1. gocha says:

    კანონით, ვის შეუძლია პრეზიდენტის ფონდის შემოწმება? როგორც მახსოვს ადრე ამას კონტროლის პალატა აკეთებდა, ახლა ვის ევალება?

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s