ტელეკომპანია პირველი კავკასიური

2009 წლის 5 ოქტომბრს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით გენერალურ დირექტორს მიეცა რეკომენდაცია, რომ საქართველოში შექმნილიყო სპეციალური მაუწყებლობა რუსულ ენაზე. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ივლისის N900 განკარგულებით მესამე არხის (პირველი კავკასიურის) შექმნისათვის და ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოეყო 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარი.  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით გენერალურ დირექტორს გიორგი ჭანტურიას მიეცა უფლება ეფექტური მართვისათვის, მესამე არხი (პირველი კავკასიური) მართვის უფლებით გადაეცა შპს ქეი1 – ისთვის  რომლის დამფუძნებლებიც იყვნენ ჯეიმს უილიამ რობერტ პარსონი (დირექტორი, 60 პროცენტიანი წილი)  და ეკატერინე კოტრიკაძე (40 პროცენტიანი წილი).

როგორც ირკვევა შპს ქეი 1 -ისთვის პირველი კავკასიურის მართვის უფლებით გადაცემა განპირობებული იყო მხოლოდ ორგანიზაციის მიერ გამოთქმულ სურვილზე ემართა პირველი კავკასიური, რის საფუძველზეც საზოგადოებრივ მაუწყებელს წარედგინა ერთგვერდიანი წინადადება.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ივლისის სხდომის N28 ოქმის თანახმად,  სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცა თანხმობა შ.პ.ს „ქეი 1“- თან გაეფორმებინა ხელშეკრულება. იმავე დღეს  საზოგადოებრივ მაუწყებელსა და შ.პ.ს „ქეი 1“- ს შორის  გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საზოგადოებრივ მაუწყებელს შ.პ.ს „ქეი 1“-სთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სანაცვლოდ უნდა გადაეხადა 13 919 490 ლარი.

ხელშეკრულებით დამტკიცებული ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი თანხა გათვალისწინებული იყო ხელფასებსა და სხვა ბენეფიტებზე.

2011 წლის 25 იანვარს  канал ПИК პირველად გავიდა სატელევიზიო ეთერში. ამავე თვის 28 რიცხვში შ.პ.ს ქეი 1 -მა საზოგადოებრივ მაუწყებელს აცნობა, რომ მაუწყებლობის გაგრძელების მიზნით, 2011 წლის 31 დეკემბის ჩათვლით მათ ესაჭიროებოდათ 20 000 000 ლარი. აღნიშნული მოთხოვნა გადამისამართებული იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის N195 განკარგულებით საზოგადოებრივ მაუწყებელს მესამე არხის ფუნქციონირებისათვის გამოეყო 15 000 000 ლარი. სულ 2011 წლის მანძილზე მე-3 არხის (პირველი კავკასიურის) ფუნქციონირებისათვის გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 18 420 000 ლარი.

გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით შ.პ.ს “ქეი 1” ვალდებული იყო ყოველი კვარტლის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღისა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის წარედგინა  ანგარიში ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ. IDFI-იმ პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ ფარგლებში სწორედ აღნიშნული ანგარიშები გამოითხოვა. სამწუხაროდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ინსტიტუტის მოთხოვნა და მოგვაწოდა 2010 წლის IV და 2011 წლის I, II და III კვარტლების შპს ქეი 1 – ის მიერ მათთვის წარდგენილი ანგარიშები.

ხსენებული ანგარიშები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

2010 წლის IV კვარტალის ანგარიში

2011 წლის I კვარტალის ანგარიში

2011 წლის II კვარტალის ანგარიში

2011 წლის III კვარტალის ანგარიში

2012 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელს მესამე არხის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყო 14 000 000 ლარი.  ამჯერად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი მე 3 -არხის მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით, სადაც გაიმარჯვა შპს ალანიამ (შემდგომში შპს ტელეკომპანია პიკი).

საინტერესოა, რომ შპს „ალანიას“ თავდაპირველი საქმიანობა საერთოდ არ იყო დაკავშირებული სატელევიზიო მომსახურებასთან:

როგორც რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა 2011 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით შპს „ტელეკომპანია პიკ“ – ის დირექტორი და 55% წილის მფლობელი იყო მამუკა თათოშვილი. ხოლო, 2012 წლის 13 იანვრისთვის (ტელეკომპანია პიკ-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის ხელშეკრულების გაფორმების დღე) შპს „ტელეკომპანია პიკ“-ის დირექტორი  გახდა ალექსანდრე ფარულავა, რომელიც მანამდე შპს ქეი 1-ის დირექტორის მოადგილე იყო. ამასთან ტელეკომპანია პირველი კავკასიურის საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა შპს ქეი 1 – ის ერთერთი დამფუძნებელი ეკატერინე კოტრიკაძე. შესაბამისად, მიუხედავად ტენდერის ფარგლებში მესამე არხის მმართველი კომპანიის ცვლილებისა, რეალურად მესამე არხზე შენარჩუნებული იქნა ქეი 1-ის მენეჯმენტი.

IDFI-იმ საზოგადოებრივ მაუწყებლიდან აგრეთვე გამოითხოვა შპს „ტელეკომპანია პიკ“ -ის მიერ წარდგენილი კვარტალური ანგარიშებიც. თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მიღებული პასუხის მიხედვით გაირკვა, რომ შპს „ტელეკომპანია პიკი,“ განსხვავებით ქეი 1-გან, არ იყო ვალდებული საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის წარედგინა სამუშაოს შესრულების კვარტალური ანგარიშები.  

საქართველოში განვითარებული პოლიტიკური ცვლილებების ფონზე შეიცვალა ტელეკომპანია პიკთან დაკავშირებული ვითარებაც. 2012 წლის ოქტომბრის თვეში   „ტელეკომპანია პიკ“-ის დირექტორის ალექსანდრე ფარულავას სახელზე გაგზავნილ წერილში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ შპს „ტელეკომპანია პიკ“-ის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებების პირობების სერიოზულ დარღვევებს. ამასთან გიორგი ჭანტურია გამოთქვავს საფუძვლიან ეჭვს, რომ მიზანმიმართულად ხორციელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტაცია. საზოგადოებრივ მაუწყებელსა და შპს „ტელეკომპანია პიკ“- ს შორის არსებული დავა საბოლოოდ დასრულდა 2012  წლის 12 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის  სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომლითაც შეწყდა „ტელეკომპანია პიკ“ -თან დადებული  ხელშეკრულების მოქმედების ვადა. აღნიშნულის ძირითადი საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ 2013 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული მესამე არხისთვის დამატებით სახსრების გამოყოფა.

აღსანიშნავია, რომ პირველი კავკასიურის ფუნქციონირება დამოკიდებული იყო საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ დაფინანსებაზე. შესაბამისად, მე-3 არხის მაუწყებლობის გაგრძელება დამოკიდებულია საქართველოს ახალი მთავრობის კეთილ ნებაზე.   

                                                                                                                                                                ჯერ-ჯერობით გაურკვეველია პირველი კავკასიური არხის მომავალი, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ „ტელეკომპანია პიკ“-ის გათავისუფლება კვარტალური ანგარიშების წარდგენისგან აფერხებდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ტელეკომპანიის საქმიანობის ეფექტურ კონტროლს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის, ისე არასამთავრობო და მედია სექტორის მხრიდან.

About gogatushurashvili

გოგა თუშურაშვილი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ( IDFI) გუნდს შეუერთდა 2011 წლის აპრილში. ამჟამად იგი მუშაობს პროექტ "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა"-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე. გოგამ 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის მართვის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამა. მან სწავლა განაგრძო იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურაზე და 2011 წელს მიიღო მაკროეკონომისტის მაგისტრის ხარისხი.
This entry was posted in ბრძანებები, განკარგულებები, აქტები და სხვ., საბიუჯეტო სახსრების განკარგვა and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s