პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხები: ნაწილი მეორე

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 1.554.734 ლარი გამოიყო ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა გაზეთ „გურჯისტანისა“ და „ვრასტანის“ დაფინანსება, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ოფისის რემონტი ან სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებულები მეზღვაურების საქართველოში ტრანსპორტირება. ასევე ინტერესს იწვევს ქალაქ ლაზიკაში დაგეგმილი ღონისძიების უზრუნველსაყოფად გამოყოფილი 600.000 ლარი. შესაძლოა ეს ღონისძიება 19 სექტემბერს ლაზიკის მერიისა და პორტის შენობის გახსნას გულისხმობს, რომელსაც პირადად საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო.

სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების სტიმულირებისა და შეუფერხებელი მუშაობისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 9 მარტს 700 000 ლარი, ხოლო 26 ივლისს კიდევ 500 000 ლარი გამოეყო. არ არის მითითებული, თუ კერძოდ რომელი საწარმოების ფუნქციონირებას მოხმარდა აღნიშნული თანხები და რა იგულისხმება „საწარმოების სტიმულირებასა და შეუფერხებელ მუშაობაში“.

ამას გარდა, სხვადასხვა დაწესებულებების ფუნქციონირებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სარეზერვო ფონდიდან 677.042 ლარი გამოყო. აქედან ანტიკრიზისულ საბჭოს თანხა სამჯერ – იანვარში (132.000 ლარი), მარტში (7.860 ლარი) და ივლისში (7.182 ლარი) გამოეყო, სულ 147.042 ლარი.

საგარეო ურთიერთობებზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს სულ 488.300 ლარი, 250.000 დოლარი და 22.356 ევრო გამოეყო. მაგალითად, აშშ-ში საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების მე-20 წლისთავის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა 250.000 აშშ დოლარი დაჯდა.

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 257.800 ლარი და 346.095 დოლარი გამოიყო საზოგადოებრივი აზრის კვლევასა და რეკომენდაციების შემუშავებაზე.

სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოებსა და ფულად პრიზებზე გამოიყო 417.500 დოლარი და 1.296.100 ევრო.

საინტერესოა, რომ მოსახლეობისა და ინვესტორების ინფორმირებისათვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 216.450 ლარი, რაც თითქმის ორჯერ მეტია მთელი წლის მანძილზე სოციალურად დაუცველ პირთა დახმარებაზე დახარჯულ თანხასთან შედარებით – 116.169.2 ლარი.

მიღებული საჯარო ინფორმაცია მხოლოდ ზოგადი ანალიზის გაკეთების საშუალებას იძლევა. გაცილებით უფრო საინტერესოა გამოყოფილი თანხების გადარიცხვის შესრულება და დეტალური ხარჯთაღრიცხვა, რაც პრეზიდენტის განკარგულებებიდან არ ჩანს. ამ ყოველივეს დასადგენად ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი უახლოეს მომავალში აპირებს დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვნას, რის შემდგომაც უფრო დეტალური ანალიზიც გაკეთდება.

About tamariakobidze

თამარ იაკობიძე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გუნდს 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მიერ განხორციელებული და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება“ (G-PAC) ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ 2012 წლის მარტიდან მან ორგანიზაციაში ანალიტიკოსად განაგრძო მუშაობა და ამჟამად ჩართულია პროექტში „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“. თამარი ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებაში, ხოლო 2011 წელს მან მოიპოვა ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი საჯარო პოლიტიკაში, ღია საზოგადოების ფონდისა და ედინბურგის უნივერსიტეტის ერთობლივი სტიპენდიის დაფინანსებით.
This entry was posted in პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, სარეზერვო ფონდები and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხები: ნაწილი მეორე

  1. Tamuna Minashvili says:

    ნეტავი ვის უყიდეს 800 ლარიანი ლეპტოპი და მაღალი გამავლობის მანქანა(სხვას რომ თავი დავანებოთ!) ?!

    • tamariakobidze says:

      საინტერესოა, თუმცა სამწუხაროდ განკარგულებებში არ არის მოცემული ეს ინფორმაცია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s