პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხები: ნაწილი პირველი

2012 წლის 2 აგვისტოს IDFI-იმ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია 2012 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა ყველა მოთხოვნა, რის შემდეგაც 2012 წლის 5 სექტემბერს ინსტიტუტმა შეიტანა ადმინისტრაციული საჩივარი. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ადმინისტრაციული საჩივარი დატოვა რეაგირების გარეშე, რის საფუძველზეც 2012 წლის 12 ოქტომბერს ინსტიტუტმა ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. პირველი სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 2012 წლის 8 ნოემბერს, 14.00 საათზე. სხდომის გამართვამდე ერთი საათით ადრე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ IDFI-ის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მისაღებად გადასახდელია ასლის გადაღების მოსაკრებელი. აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ IDFI-ის მიაწოდა ინფორმაცია.

მოწოდებული ინფორმაცია საინტერესო ანალიზის გაკეთების საშუალებას იძლევა. განსაკუთრებით საინტერესოა 2012 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხული თანხების მიზნობრიობისა და ოდენობის საკითხები. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 2012 წლის 1 იანვრიდან 27 ივლისამდე სულ გამოიყო 39.641.372.2 ლარი, 596.095 დოლარი და 1.284.956 ევრო. გამოყოფილი თანხების მიზნობრიობა შესაძლებელია რამდენიმე კატეგორიად დაიყოს:

როგორც ცხრილიდან ჩანს, სულ 2012 წლის 1 იანვრიდან ივლისის ჩათვლით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების უდიდესი წილი, 33 მილიონ 50 ათასი ლარი, მოდის რეგიონებში „ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების“ დაფინანსებაზე. სამწუხაროდ, პრეზიდენტის განკარგულებები არ იძლევა უფრო დეტალურ განმარტებას, იმის შესახებ თუ კონკრეტულად რას მოხმარდა  ფონდიდან რეგიონებისთვის გამოყოფილი თანხები.

როგორც ქვევით მოცემული დიაგრამიდან ჩანს, 2012 წლის მანძილზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის ყველაზე მეტი  – 2.200.000 ლარი ქ. რუსთავის მერიამ მიიღო (1.000.000 12 ივლისს, ხოლო 1.200.000 – 26 ივლისს). ამასთან, საინტერესოა, რომ ქ. რუსთავის მერიამ 4 აპრილს მიიღო 800.000 ლარი „კულტურისა და დასვენების პარკის საწყისი სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო ხარჯების“ დასაფინანსებლად. სულ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ქ. რუსთავის მერიამ 2012 წლის 1 იანვრიდან ივლისის ჩათვლით 3.000.000 ლარი მიიღო. 

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით რუსთავს ჩამორჩება გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია, სადაც 2012 წლის 1 იანვრიდან ივლისის ჩათვლით სულ 1.700.000 ლარი გადაირიცხა. 1.330.000 ლარით გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციას მოყვება ხაშურის მუნიციპალიტეტი, რომელსაც 1.290.000 ლარით ჩამორჩება ჭიათურის მუნიციპალიტეტი. სულ 2012 წლის 1 იანვრიდან ივლისის ჩათვლით მილიონ ლარზე მეტი მიიღო 9 რეგიონულმა სუბიექტმა.

საინტერესოა, რომ რეგიონებში განხორციელებული ყველა აღნიშნული გადარიცხვა მცირე დროის მონაკვეთებში, 18 ივნისიდან – 26 ივლისამდე განხორციელდა. ერთ ჯერზე თანხები ერიცხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობების დიდ ნაწილს – მაგალითად, 26 ივლისს 28 მუნიციპალიტეტს გადაერიცხა თანხები. ამასთან, გადარიცხვების მიზნობრიობა იდენტურად იყო ფორმულირებული – ინფრასტრუქტურული (და ზოგჯერ ასევე სოციალური) პროექტების განხორციელება.

შემდგომი კატეგორია, რომელზეც დიდი რაოდენობის თანხა გამოიყო, ასევე რეგიონებში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებს მოიცავს. გარდა ზემოთ აღწერილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რეგიონებში კიდევ 1.650.677 ლარი დაიხარჯა. აქედან, სულ რაღაც 677 ლარი მოხმარდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭერემისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების – ყვარლეწყლისა და ნადუქნაირს საჯარო სკოლებისთვის წიგნების შეძენას. 400.000 ლარი გადაეცა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს „ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში იუსტიციის სახლის, მაჟორიტარის და რწმუნებულის ოთახების, საკონფერენციო დარბაზის, არქივისა და სანიტარიული წერტილების“ მოსაწყობად. 450.000 ლარით ქუთაისის მერიამ უზრუნველყო 2012 წლის 26 მაისს ქუთაისში დამოუკიდებლობის დღის ღონისძიების მოწყობა. ხოლო კიდევ 800.000 ლარი, როგორც ზემოთ აღინიშნა, გადაეცა ქ. რუსთავის მერიას კულტურისა და დასვენების პარკის საწყისი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად.

About tamariakobidze

თამარ იაკობიძე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გუნდს 2011 წლის სექტემბერში შეუერთდა „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მიერ განხორციელებული და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება“ (G-PAC) ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ 2012 წლის მარტიდან მან ორგანიზაციაში ანალიტიკოსად განაგრძო მუშაობა და ამჟამად ჩართულია პროექტში „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“. თამარი ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებაში, ხოლო 2011 წელს მან მოიპოვა ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი საჯარო პოლიტიკაში, ღია საზოგადოების ფონდისა და ედინბურგის უნივერსიტეტის ერთობლივი სტიპენდიის დაფინანსებით.
This entry was posted in პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, სარეზერვო ფონდები and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s