გაუგებრობა ომბუდსმენის დანიშვნის ვადებთან დაკავშირებით

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ეხმაურება  საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოქმნილ გაუგებრობას, საკითხს, რომელიც უკანასკნელ დღეებში აქტიურად განიხილება. როგორც ცნობილია, საქართველოს სახალხო დამცველმა, ბატონმა გიორგი ტუღუშმა ზეპირსიტყვიერი საჯარო განცხადება გააკეთა ამა წლის სექტემბრის თვეში, მის სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშვნისას, იმის თაობაზე, რომ იგი ტოვებს სახალხო დამცველის თანამდებობას. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი ნებაყოფლობით გადადგება, რაც ფაქტობრივად განხორცილებულ იქნა ბ-ნ ტუღუშის მხრიდან 2012 წლის სექტემბრის თვეში. აღნიშნულსვე ეხმაურება IDFI-ს მიერ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მართალია, დაწესებულებაში არ ინახება ბ-ნ ტუღუშის, როგორც სახალხო დამცველის უფლებამოსილების შეწყვეტის რაიმე წერილობითი დოკუმენტი, თუმცა აპარატი გვიდასტურებს, რომ სახალხო დამცველს უფლებამოსილება შეუწყდა 20 სექტემბერს, მედია საშუალებებით გაკეთებულ შესაბამის განცხადების საფუძველზე.

ჩვენ აგრეთვე გადავწყვიტეთ გადაგვემოწმებინა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2012 წლის სექტემბერ – ოქტომბერში გაწეული ხარჯები. აღნიშნულს უნდა დაედასტურებინა ის ფაქტი, რომ 20 სექტემბრიდან ომბუდსმენი აღარ ასრულებდა თავის უფლებამოსილებას. მიღებული ინფორმაციის მიხედვით საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშზე სექტემბრის თვეში ომბუდსმენის აპარატმა გაწია შემდეგი ხარჯები:

საინტერესო ფაქტს აგრეთვე წარმოადგენს აპარატის მიერ გაკეთებული დაზუსტება, რომ ბატონმა ტუღუშმა განახორციელა აპარატის საბიუჯეტო ანგარიშზე 2012 წლის 20-30 სექტემბრის პერიოდში მისთვის დარიცხული ხელფასის დაბრუნება. თუმცა არაფერია ნახსენები ათდღიან პერიოდზე დარიცხული პრემიის დაბრუნების შესახებ, რომელიც მკვეთრად აღემატება მის მიერ აღებულ ხელფასის ოდენობას. შესაბამისად, ერთადერთი საფუძველი ბატონი ტუღუშის მიერ პრემიის ბიუჯეტში არ დაბრუნებისა იყო ის, რომ სექტემბრის თვეში დარიცხული 5650,00 ლარი პრემიის სახით, მისი სექტემბრის თვის პირველი 20 დღის საქმიანობას შეეხებოდა.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი საქართველოს ახალ სახალხო დამცველს ირჩევს საქართველოს მოქმედი სახალხო დამცველის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს 30 დღისა. საქართველოს ახალი სახალხო დამცველის არჩევამდე მის მოვალეობას ასრულებს საქართველოს მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე. შესაბამისად, პარლამენტს სახალხო დამცველი უნდა აერჩია არაუგვიანეს 2012 წლის 20 ოქტომბრისა.

ამავე დროს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 120-124 მუხლები განსაზღვრავენ ახალარჩეულ პარლამენტის პირველ შეკრებასთან და პირველ სხდომასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის საკითხების განხილვის თანმიმდევრობას. (ახალარჩეული პარლამენტის დღის წესრიგი იხ. – http://www.parliament.ge/site2/index.php?lang_id=GEO&sec_id=711&info_id=35509). ხსენებულ საკითხებს არ მიეკუთვნება საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს ახალი სახალხო დამცველის არჩევა. შესაბამისად, ლოგიკას და საფუძველს ვერ იქნება მოკლებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბ-ნ დავით უსუფაშვილის განცხადება, სადაც საუბარია ახალი სახალხო დამცველის არჩევის ვალდებულების განხორციელებაზე წინა მოწვევის პარლამენტის მიერ. სრული განცხადება იხ. შემდეგ ბმულზე – http://opinion.ge/archives/27597.

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in თანამდებობის პირები. Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s