პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ პირველი კვარტალის სტატისტიკური ანალიზი

IDFI – იმ პროექტი „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ განაახლა 2012 წლის ივნისის თვეში.  ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო პერიოდის გამო ინსტიტუტმა პროექტის პირველი კვარტალი დაუთმო  ხსენებული პერიოდისთვის აქტუალური საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას საჯარო დაწესებულებებისგან. IDFI – იმ პირველი კვარტალის განმავლობაში პროექტის ფარგლებში მიმართა 60 საჯარო დაწესებულებას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. ხსენებულ 60 საჯარო დაწესებულებას სულ გაეგზავნა 140 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, რომელთაგან ინსტიტუტმა სრულყოფილი პასუხი მიიღო მხოლოდ 50-ზე. ინსტიტუტის მიერ გაგზავნილი 140 მოთხოვნიდან უპასუხოდ იქნა დატოვებული 39 მოთხოვნა, არასრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული 16 მოთხოვნაზე, უარს ადგილი ჰქონდა ერთ შემთხვევაში, ხოლო დანარჩენ 34 შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ მათ არ გააჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია ან არ ჰქონდათ განხორციელებული კონკრეტული ქმედება.

ინსტიტუტის მიერ გაგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე უპასუხოდ დატოვებული შეკითხვების პროცენტული წილი ხასიათდება კლებადი ტენდენციით. საჯარო დაწესებულებები მოთხოვნებზე პასუხის გაცემისგან თავის  არიდებით განსაკუთრებით არ გამოირჩეოდნენ სექტემბრის თვეში, როდესაც საჯარო დაწესებულებმა უპასუხოდ დატოვეს გაგზავნილი მოთხოვნების მხოლოდ 8 პროცენტი.

პროექტის პირველ კვარტალში ინსტიტუტის მიერ მიღებული 101 პასუხიდან უმრავლესობა (83 პასუხი) მიღებული იქნა კანონმდებლობით დადგენილი 10 დღიანი ვადის დაცვით, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი რომ მხოლოდ 6 შემთხვევაში ეცნობა ინსტიტუტს, რომ დაწესებულებას ესაჭიროება 10 დღიანი ვადა ინფორმაციის მოსაწოდებლად. უპასუხოდ დატოვებული წერილების ჩათვლით 40%-ის შემთხვევაში დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი 10 დღიანი ვადა.

საჯარო დაწესებულების მიერ 10 დღიანი ვადის დაცვის თვალსაზრისით გამოირჩევა ასევე სექტემბრის თვე, როდესაც  ინსტიტუტის მიერ მიღებული ყველა პასუხი მიღებული იქნა 10 დღიანი ვადის დაცვით. სექტემბრის თვეში 10 დღიანი ვადა დაირღვა მხოლოდ უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების (8 პროცენტი) შემთხვევაში.

ინსტიტუტის მიერ გაგზავნილ მოთხოვნებზე პასუხის გაცემაზე თავის არიდებით განსაკუთრებით გამოირჩა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელსაც გაეგზავნა საჯარო ინფორმაციის 9 მოთხოვნა და სამწუხაროდ ადმინისტრაციის მიერ ცხრავე იქნა უპასუხოდ დატოვებული. პასუხის გაცემაზე თავის არიდებით ასევე გამოირჩა საქართველოს მთავრობის კანცელარია, რომელმაც გაგზავნილი 6 მოთხოვნიდან 5 უპასუხოდ დატოვა.  საქართველოს პარლამენტმა 4 გაგზავნილი მოთხოვნიდან  ორზე პასუხის გაცემას თავი აარიდა. პასუხის გაცემის დაბალი მაჩვენებლით გამოირჩნენ აგრეთვე საქართველოს მუნიციპალიტეტების გამგეობები, რომლებმაც გაგზავნილი 8 მოთხოვნიდან 6 უპასუხოდ დატოვეს. უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების შედარებით დაბალი პროცენტული წილით გამოირჩა თბილისის მერია, რომელსაც გაეგზავნა 9 მოთხოვნა და მხოლოდ  3 იქნა დატოვებული უპასუხოდ. პროცენტულად უპასუხოდ დატოვებულ მოთხოვნებზე დაბალი წილი ჰქონდათ სსიპ-ებს და საქვეუწყებო დაწესებულებებს, რომლებმაც გაგზავნილი 30 მოთხოვნიდან მხოლოდ ოთხს არ უპასუხეს. რაც შეეხება სამინისტროებს 43  მოთხოვნიდან  9 უპასუხოდ დატოვეს.

პროექტის პირველ კვარტალში საჯარო დაწესებულებათა მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა უპასუხოდ დატოვების საფუძველზე ინსტიტუტის მიერ ხუთ ადმინსიტრაციულ ორგანოს (პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობის კანცელარია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახამარების საკითხთა სამინისტრო) წარედგინათ ადმინისტრაციული საჩივრები ქმედების განხორციელების (საჯარო ინფორმაციის გაცემა) მოთხოვნით.  ორი ადმინისტრაციული ორგანოს (განათლების სამინისტრო, მთავრობის კანცელარია) მიერ დაკმაყოფილებული იქნა ადმინისტრაციული საჩივარი. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განუხილველად დატოვა საჩივარი, რის გამოც ინსტიტუტმა მიმართა ადმინისტრაციული სარჩელით შესაბამის პირველი ინსტაციის სასამართლოს. დანარჩენი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში ინსტიტუტი აპირებს სარჩელით მიმართოს შესაბამის პირველი ინსტანციის სასამართლოს.

აქვე გთავაზობთ უპასუხოდ დატოვებული შეკითხვების რეესტრს, რომლებზეც ადმინისტრაციულ ორგანოებს წარედგინათ ადმინისტრაციული საჩივარი.

About gogatushurashvili

გოგა თუშურაშვილი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ( IDFI) გუნდს შეუერთდა 2011 წლის აპრილში. ამჟამად იგი მუშაობს პროექტ "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა"-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე. გოგამ 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის მართვის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამა. მან სწავლა განაგრძო იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურაზე და 2011 წელს მიიღო მაკროეკონომისტის მაგისტრის ხარისხი.
This entry was posted in სტატისტიკა and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s