სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია

2012 წლის სექტემბერში  IDFI-იმ მიმართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. სულ გაიგზავნა 10 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, რომელთაგან  ინსტიტუტმა ვადის დაცვით სრულყოფილი პასუხი მიიღო უმრავლესობაზე. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობით მოეკიდა ინსტიტუტის მიერ გაგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას, რაც დადებითი ფაქტია დღევანდელ რეალობაში. ინსტიტუტის მიერ მიღებული დოკუმენტაცია საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ მთელი რიგი მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც დაკავშირებულია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის საქმიანობასთან და ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების შემოსავლებთან.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მომუშავეთა რაოდენობა შეადგენს 94 ერთეულს, ხოლო შტატგარეშე მომუშავეთა რიცხოვნობა შეადგენს 16 თანამშრომელს. 2012 წლის პირველ ნახევარში ადმინისტრაციის მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა 767 289 ლარი, საიდანაც თანამდებობრივი სარგო შეადგენს 678 184 ლარს, ხოლო დანარჩენი დახარჯულია პრემიებსა და კომპენსაციებზე. შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებამ შეადგინა 194 515 ლარი.  სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, თანამდებობის პირებზე და თანამშრომლებზე გაცემული პრემიების  სიუხვით,  განსაკუთრებით გამოირჩა 2012 წლის მეორე კვარტალში (54 805 ლარი), რაც დაახლოებით ორჯერ მეტია პირველ კვარტალში გაცემული პრემიების რაოდენობაზე (29140 ლარი).

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებიდან, განსაკუთრებით გამოირჩევა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო (4110 ლარი), რაც დაახლოებით ორჯერ მეტია მისი მოადგილის თანამდებობრივ სარგოზე (2700 ლარი). ამავე დროს, მისი თანამდებობრივი სარგო თითქმის უტოლდება პრემიერ მინისტრის კანონით განსაზღვრულ შრომის ანაზღაურებას  (4 250 ლარი).

2012 წლის პირველ ნახევარში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე გაწეულ ხარჯებს შორისაა აგრეთვე მისი პირადი დაცვაზე (27500 ლარი) და ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალური ვიზიტებზე (5433,68 ლარი) გამოყოფილი თანხები. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირად დაცვაზე და ოფიციალურ ვიზიტებზე გაწეული ხარჯები უთანაბრდება, ადმინისტრაციის მიერ 2012 წლის პირველ ნახევარში  სოციალურ დახმარებებზე გაწეულ ხარჯებს (33 650 ლარი).

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტომობილების სია შეადგენს 34 მუშა და 4 არამუშა მდგომარეობაში მყოფ ავტომობილს, რომელთაგან უმრავლესობა (26 ერთეული) არის ჯიპისა და პიკაპის ტიპის. 2012 წლის პირველ ნახევარში  სატრანსპორტო საშუალებებზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 194 382 ლარი. მათ შორის საწვავზე გაწეული ხარჯი შეადგენს 136 196 ლარს, ხოლო დანარჩენი 58 186 ლარი მოხმარდა სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებას (49 402) და სათადარიგო ნაწილებს (8784 ლარი).  სატრანსპორტო საშუალებებზე გაწეულმა ხარჯებმა განსაკუთრებით მოიმატა 2012 წლის მეორე კვარტალში.მსგავსი ტენდენცია შეინიშნება მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებითაც. 2012 წლის პირველ ნახევარში ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხულ მობილურ ტელეფონებზე (14 ერთეული) გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 15 453 ლარი, რომლის უდიდესი ნაწილი მოიცვა მეორე კვარტალმა. მეორე კვარტალში მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებული ხარჯების ზრდა ასევე განაპირობა 1 445 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონის (აქსესუარების) შეძენამ.

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2012 წლის პირველი ნახევრის სრული ფინანსური მაჩვენებლები (ორგანიზაციის ბალანსი, განხორცილებული სახელმწიფო შესყიდვების ჩამონათვალი, სოციალური დახმარებების ჩამონათვალი, ბალანსზე რიცხული ავტომობილების სია , თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები და სხვ. ) შესაძლებელია იხილოთ საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის ვებ-გვერდზე www.opendata.ge.

About gogatushurashvili

გოგა თუშურაშვილი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ( IDFI) გუნდს შეუერთდა 2011 წლის აპრილში. ამჟამად იგი მუშაობს პროექტ "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა"-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე. გოგამ 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის მართვის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამა. მან სწავლა განაგრძო იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურაზე და 2011 წელს მიიღო მაკროეკონომისტის მაგისტრის ხარისხი.
This entry was posted in ავტოპარკის ხარჯები, საბიუჯეტო სახსრების განკარგვა, სახელფასო ფონდები და პრემიები and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია

  1. mzia says:

    წერეთ და იკითხეთ, სამარცხვინო ქვეყნის სამარცხვინო მოქალაქეები ვართ. დღემდე არ მიფიქრია უარყოფით მოვლენებზე გამემახვილებინა ყურადღება. ეს მეც მაზიანებს პიროვნულად, მაგრამ უკვე ზღვარსგადასულმა მოვლენებმა მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ რაც ზემოთ ავღნიშნე ასი პროცენტით ვამართლებთ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s