მარეგულირებელი კომისიების წევრთა შრომითი ანაზღაურება

საქართველოში ყველა პირი, რომელიც ახორციელებს საქმიანობას დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილების სფეროში, ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური.  ხსენებული საფასურის დადგენა ხდება დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების მიერ იმგვარად, რომ საკმარისი აღმოჩნდეს მისი ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების დაფარვა. IDFI – იმ, პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ ფარგლებში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან და   ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია მათი თავმჯდომარეების ანაზღაურების ოდენობის შესახებ და თანამდებობის სარგოს დამტკიცების სამართლებრივი აქტების ასლები.

IDFI-იმ კომუნიკაციების ეროვნული კომისიისაგან პასუხად მიიღო 2001 წლის 01 ივლისის N1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული “შრომის ანაზღაურებისა და პრემირების ფონდების შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ” დებულების ასლი, რომელიც დღემდე ძალაშია. მას თან ერთვის საშტატო განრიგი, სადაც მოცემულია დადგენილი  შრომითი კოეფიციენტები.  ხელფასების გადანაწილება სახელფასო ფონდიდან ხდება აღნიშნული კოეფიციენტების მიხედვით. ფონდი ფორმირდება საშტატო განრიგით დადგენილი ფიქსირებული თვიური განაკვეთების და ერთჯერადი სახელშეკრულებო სარგოების გამოკლებით. კომისიის თავმჯდომარის კოეფეციენტს (100) მცირედით ჩამორჩება კომისიის წევრის კოეფიცინტი (95). აღნიშნული სისტემით სახელფასო ფონდის ზრდა პირდაპირპროპორციულია კოეფიციენტებით განსაზღვრული საშტატო ერთეულების ანაზღაურების ზრდასთან. ვინაიდან 2001 წლის შემდეგ  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტი რადიკალურად გაიზარდა, ამან  გამოიწვია შრომის ანაზღაურებისა და პრემირების ფონდის ზრდაც, რაც თავის მხრივ აისახა კომისიაში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაში. 

თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ 2011 წელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის  სამუშაოს შესრულებით მიღებული წლიური შემოსავალი შეადგენს 216970,42 ლარს. კომისიის თავმჯდომარეს  წლიურ შემოსავალის ოდენობით  არ ჩამორჩებიან ასევე კომისიის წევრები. გთავაზობთ 2009-2011 წლების   კომუნიკაციის ეროვნული კომისიის თავმჯდომარის   და კომისიის   წევრების სამუშაოს შესრულებით მიღებული წლიური შემოსავლების ცხრილს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიამ უარი განაცხადა ანალოგიური ინფორმაციის გაცემაზე და კომისიის თავმჯდომარის ანაზღაურება პერსონალურ ინფორმაციად მიიჩნია. თუმცა, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ გურამ ჩალაგაშვილის სამუშაოს შესრულებით მიღებული წლიური შემოსავალი შეადგენს 264 000 ლარს.

 დეკლარაციების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების მსგავსად, მაღალი შემოსავლებით გამოირჩევიან ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრებიც. გთავაზობთ 2009-2011 წლების ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების სამუშაოს შესრულებით მიღებულ წლიური შემოსავლების ცხრილს. ცხრილში არ მოიძიება კომისიის ერთ-ერთი წევრის, გოჩა შონიას, შემოსავლები რადგან იგი ხსენებულ თანამდებობაზე დაინიშნა 2011 წლის აგვისტოში.

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა სამუშაოს შესრულებით მიღებული ერთობლივი წლიური შემოსავალი შეადგენდა 1072999.6 ლარს, რაც მაგალითად აღემატება 2011 წელს საქართველოს სახელმწიფო მინისტრთა აპარატების მიერ  შრომის ანაზღაურებაზე დახარჯულ თანხებს.

როგორც ჩანს მარეგულირებელ კომისიებში მაღალ ანაზღაურებადი სამსახური მიმზიდველია, არა მხოლოდ კონკრეტულ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისათვის, არამედ პირველ რიგში საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვისაც.  გთავაზობთ მარეგულირებელი კომისიების წევრთა თანამდებობებს, ახლანდელ თანამდებობაზე დანიშვნამდე.

Advertisements

About gogatushurashvili

გოგა თუშურაშვილი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ( IDFI) გუნდს შეუერთდა 2011 წლის აპრილში. ამჟამად იგი მუშაობს პროექტ "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა"-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე. გოგამ 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის მართვის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამა. მან სწავლა განაგრძო იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურაზე და 2011 წელს მიიღო მაკროეკონომისტის მაგისტრის ხარისხი.
This entry was posted in სახელფასო ფონდები და პრემიები and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s