საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შრომითი ანაზღაურება ყოველწლიურად იზრდება

თამარ იაკობიძე

13 აგვ 2012

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2011 წლის 15 სექტემბერს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოსთხოვა ინფორმაცია საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელ თანამდებობის პირებზე 2011 წლის მეორე კვარტალში (აპრილი-მაისი-ივნისი) გაცემული ხელფასების, დანამატებისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და პრემიების საერთო კვარტალური ოდენობების შესახებ. პასუხში ნათქვამი იყო, რომ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სადაც ჩამოთვლილია თანამდებობის პირები, ჩამონათვალი არ მოიცავს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლებსა და ხელმძღვანელს (გენერალურ დირექტორს). აღნიშნულის გამო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ მოგვაწოდა გამოთხოვილი ინფორმაცია.

ამ წერილის გაგზავნამდე ერთი თვით ადრე, 2011 წლის 8 აგვისტოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გია ჭანტურიამ შეავსო თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაცია, სადაც სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულ შემოსავლად მიუთითა 66.000 ლარი. შესაბამისად, მას ყოველთვიურად საშუალოდ 5.500 ლარის შემოსავალი ქონდა. 2010 წელს შევსებულ დეკლარაციაში წლიურ შემოსავლად მითითებულია 59.967 ლარი, რაც თვიურად 4.974.75 ლარს შეადგენს.

საინტერესოა, რომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის შევსებისდა მიუხედავად, ჩვენს მიერ მიღებულ პასუხში უარი განაცხადეს აღნიშნული ინფორმაციის (ხელფასის, დანამატისა და პრემიის) მოწოდება იმ მოტივით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი არ არის თანამდებობის პირი.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2012 წლის 24 ივლისს საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოსთხოვა ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) ოდენობის შესახებ ინფორმაცია და ხსენებული სარგოს განსაზღვრის (დამტკიცების) შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ასლი. აღნიშნულ მოთხოვნაზე ინსტიტუტმა 30 ივლისს, ვადების დაცვით მიიღო პასუხი. პასუხში მოგვაწოდეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2012 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურების ოდენობა. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მიხედვით (რომელიც სამეურვეო საბჭოს ფუნქციებში განსაზღვრავს გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურების პირობებისა და ოდენობის დადგენის უფლებას) და გენერალური დირექტორის 2012 წლის 26 მარტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე სამეურვეო საბჭომ შეიტანა ცვლილებები სამეურვეო საბჭოსა და გენერალურ დირექტორს შორის 2009 წლის 10 აგვისტოს გაფორმებულ ხელშეკრულებაში და 2012 წლის 1 აპრილიდან გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრა თვეში 6.300 ლარით.

აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2012 წლის 1 აპრილიდან გენერალური დირექტორის შრომითი ანაზღაურება თვეში 800 ლარით გაიზარდა, რაც წლიურად 75.600 ლარს შეადგენს – 9.600 ლარით მეტი, ვიდრე ეს 2011 წლის აგვისტოში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში არის დაფიქსირებული. 2012 წლის დეკლარაცია ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

შენიშვნა: 2012 წლის დეკლარაცია გამოქვეყნდა 15 აგვისტოს, თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ ის წინა წლის მონაცემების მიხედვით შეივსო, მასში მარტიდან მომატებული ხელფასი არ ასახულა. გაზრდილი ანაზღაურების ასახვას სავარაუდოდ 2013 წლის დეკლარაციაში უნდა ველოდოთ.

ამავე თემაზე: თანამდებობის პირთა შემოსავლების დინამიკა ყოველწიურად იზრდება

About opendatablog

ბლოგის მიზანია რეგულარულად შემოგთავაზოთ საჯარო ინფორმაციის ანალიზი , ანალიზის შედეგად დაწერილი სტატიები, საჯარო ინფორმაციის განახლებადი მონაცემთა ბაზა, სტატისტიკა და სხვ. ბლოგი შექმნილია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით და ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს.
This entry was posted in სახელფასო ფონდები და პრემიები and tagged , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s