საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები (მეოთხე ნაწილი)

IDFI-იმ წინა ბლოგ პოსტში წარმოადგინა საქართველოს მთავრობის განკარგულებების ანალიზი, რომლებიც დაკავშირებული იყო 2012 წლის მეორე კვარტალში  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  ფონდიდან  კონკრეტული მიზნებისთვის  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისთვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის თანხის გამოყოფასთან. ამჯერად წარმოგიდგენთ თუ რა ოდენობით და რა მიზნობრიობით იქნა თანხები გამოყოფილი 2012 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  ფონდიდან უშუალოდ მუნიციპალიტეტების თვითმმართველი ერთეულებისთვის  და სხვა საჯარო დაწესებულებებისთვის.

2012 წლის მეორე კვარტალში ყველაზე დიდი თანხის (49 200 000 ლარი)  გამოყოფა მოხდა 2012 წლის 24 მაისის საქართველოს მთავრობის N972 განკარგულებით.  აღნიშნული თანხა მიმართული იქნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების მიზნით. თუ რა რაოდენობის თანხა გამოეყო N972 განკარგულებით საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს ჩვენს მიერ წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში,  ხოლო თუ რა მიზნობრიობით იქნა გამოყოფილი თანხა შეგიძლიათ იხილოთ ზემოთ მოცემულ განკარგულების  ბმულზე.

1

2012 წლის 24 მაისის საქართველოს მთავრობის N972 განკარგულებაში ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მაგალითზე ვხვდებით, შემთხვევებს სადაც მათ ენიჭებათ უფლება გადარიცხული თანხის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2

მეორე კვარტალში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფა მოხდა ასევე 2012 წლის 24 აპრილის საქართველოს მთავრობის N772 განკარგულებით. მუნიციპალიტეტებს გამოეყოთ 20 677 000 ლარი,თუმცა ზემოთ განხილული 24 მაისის საქართველოს მთავრობის განკარგულებისგან განსხვავებით მუნიციპალიტეტებს  სახელმწიფო შესყიდვები უნდა განეხორციელებინა ტენდერის მეშვეობით, ხოლო ტენდერის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიები უნდა დაბრუნებულიყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც დადებით მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში წარმოდგენილია რა რაოდენობის თანხა იყო გამოყოფილი კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის. თანხის გამოყოფის მიზნობრიობა შეგიძლიათ იხილოთ ზემოთ მოცემულ განკარგულების ბმულზე.

3

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსახორციელებელ პროექტებს ეძღვნება ასევე 2012 წლის 23 მარტის საქართველოს მთავრობის N501 განკარგულება, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის გამოეყო 1 605 030 ლარი. ხსენებული თანხა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადანაწილდა შემდეგნაირად:

4

2012 წლის 14 მაისის საქართველოს მთავრობის N930 განკარგულებით ამავე თვეში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო 5 000 000 ლარი. გამოყოფილი თანხების ფარგლებში ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს მიეცათ უფლება სახელმწიფო შესყიდვები განეხორციელებინათ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.5

ზემოთ განვიხილეთ მთავრობის განკარგულებები, რომლებიც ემსახურებოდა ერთობლივად სხვადასხვა  მუნიციპალიტეტისთვის თანხების გამოყოფას. ამჯერად წარმოგიდგენთ  2012  წლის მეორე კვარტლის საქართველოს მთავრობის განკარგულებებს, რომლებიც ეხება კონკრეტული საჯარო დაწესებულებისთვის, გარკვეული  მიზნისთვის თანხის გამოყოფას.

2012 წლის 5 აპრილის საქართველოს მთავრობის N604 განკარგულებით ქ. ფოთის თეატრის მშენებლობის მეორე ეტაპისათვის თვითმმართველს ქალაქ ფოთს გამოეყო 2 000 000 ლარი.  თვითმმართველ ქალაქ ფოთს ასევე 2012 წლის 21 მაისის  საქართველოს მთავრობის N938 განკარგულებით  გამოეყო 1 000 000 ლარი ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციისთვის.

2012 წლის 28 მარტის საქართველოს მთავრობის  N539 განკარგულებით ქ. ქუთაისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლების ფასადების მოწესრიგებისათვის თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს გამოეყო 2 500 000 ლარი. თვითმმართველ ქალაქს მიეცა უფლება სახელმწიფო შესყიდვები განეხორციელებინა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.   2012 წლის 30 აპრილის მთავრობის N799 განკარგულებით ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოიყო 3 081 000.

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის ათვისებით ასევე გამოირჩა მესტიის მუნიციპალიტეტი. მესტიის მუნიციპალიტეტს გამოეყო თანხები 2012 წლის 5 აპრილის საქართველოს მთავრობის N589 (40 000 ევროს ეკვივალენტი ლარი) , 2012 წლის 12 აპრილის საქართველოს მთავრობის N677 (3 000 000 ლარი) და 2012 წლის 8 მაისის საქართველოს მთავრობის N 859 (4 000 000 ლარი) განკარგულებებით. 40 000 ევროს ეკვივალენტი ლარი  მიმართული იყო მესტიაში ახალი საბაგირო გზის მშენებლობისათვის საჭირო კონტეინერის და ინსტრუმენტების შესაძენად, 3 000 000 ლარი – მესტიის მუნიციპალიტეტის ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით, ხოლო 4 000 000 ლარი – ტურიზმის განვითარებისთვის, საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციისთვის. სამივე განკარგულების შემთხვევაში მესტიის მუნიციპალიტეტს მიეცა უფლება სახელმწიფო შესყიდვები განეხორციელებინა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 2012 წლის 12 აპრილის  საქართველოს მთავრობის  N671 განკარგულებით  ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით, ყვარლის მუნიციპალიტეტს გამოეყო 500 000 ლარი, ხოლო გურჯაანის მუნიციპალიტეტს 200 000 ლარი. იმავე დღის საქართველოს მთავრობის  N678 განკარგულებით ტყიბულის მუნიციპალიტეტს შიდა გზების რეაბილიტაციისთვის გამოეყო 700 000 ლარი.

2012 წლის მეორე კვარტალში გამოცემული საქართველოს მთავრობის განკარგულებები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ შეეხო ასევე მიწისძვრით დაზარალებულებს. 2012 წლის 14 მაისის   საქართველოს მთავრობის  N895 განკარგულებით ჭიათურის მუნიციპალიტეტს 1991 და 2008 წლებში მომხდარი მიწისძვრებით დაზარალებულთათვის გამოეყო 2 000 000 ლარი. სტიქიურ მოვლენებს უკავშირდება ასევე საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 მაისის   N939 განკარგულება, რომლის მიხედვითაც თვითმმართველ ქალაქ რუსთავს გამოეყო 300 000 ლარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის.

2012 წლის 30 აპრილის საქართველოს მთავრობის N797 განკარგულებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოეყო 998 485 ლარი   ა(ა)იპ – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის შენობის რეაბილიტაციისთვის. ამჯერად სამინისტროსთვის მიცემული უფლება სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებაზე ახსნილი იყო ღონისძიებების  შეზღუდული ვადებით განხორციელების საჭიროებით.

ღონისძიებების  შეზღუდული ვადებით განხორციელების საჭიროებაზეა ხაზგასმული ასევე საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 ივნისის N1058 განკარგულებაში, სადაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოეყო 300 000 ლარი  ხანჩალის ტბაზე არსებულის ნაპირ დამცავი დამბის გამაგრებისთვის.  მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე 2012 წლის 8 ივნისის საქართველოს მთავრობის N1090 განკარგულებაში, სადაც ბახმაროში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებისათვის გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციას გამოეყო 1 000 000 ლარი. ასევე 2012 წლის 18 ივნისის საქართველოს მთავრობის N1186 განკარგულებაში, სადაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოეყო 2 699 000 ლარი რეგიონებში სამი საფეხბურთო მოედნის ბუნებრივი საფარის შესაცვლელად და ქალაქ მცხეთაში მიწის ნაკვეთის შესაძენად.

2012 წლის 24 აპრილის საქართველოს მთავრობის N766 განკარგულებით სსიპ-დაცული ტერიტორიების სააგენტოს გამოეყო 150 000 ლარი, ხონის მუნიციპალიტეტში დადიანების ყოფილი სასახლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პროექტის შესყიდვის მიზნით. ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით  სახელმწიფო შესყიდვები უნდა განხორციელებულიყო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

და ბოლოს ჩვენს მიერ წარმოდგენილი მთავრობის განკარგულებების განხილვას დავასრულებთ საქართველოს მთავრობის  2012 წლის 24 მაისის   N946 და 2012 წლის 30 მაისის  N1049 განკარგულებებით, რომელთა მიხედვითაც მცხეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 500 000 აშშ-დოლარის ეკვივალენტი ლარი მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოებისთვის, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყო 500 000 ლარი N20 საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოებისთვის.

 ჩვენს მიერ ოთხ ნაწილად წარმოდგენილი იყო საქართველოს მთავრობის განკარგულებები, რომლებიც ეხებოდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  ფონდიდან  2012 წლის პირველ ნახევარში მთლიანობაში 166 245 700 ლარის გამოყოფას. ანალიზის პროცესში წარმოჩენილი იყო მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც ხელს უშლიდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათვისებული თანხების მონიტორინგის გამჭვირვალობას. ასევე 2012 წლის პირველ ნახევარში ათვისებული თანხის ფარგლებში გამარტივებული შესყიდვების მეშვეობით განხორციელებული  სახელმწიფო შესყიდვები  აჩენს კითხვებს თუ რამდენად ეფექტურად და რეალური კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა სახელმწიფო შესყიდვები. ჩვენს მიერ დეტალურად იქნა გამოტანილი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას მოხმარდა 2012 წლის პირველ ნახევარში 166 245 700 ლარი. რაც შეეხება ათვისებული თანხების მიზნობრიობას, აღნიშნულზე პირველ რიგში საქართველოს რეგიონების იმ მაცხოვრებლებმა უნდა იმსჯელონ ვის კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვისაც მიმართული იყო ეს თანხები.

About these ads

About gogatushurashvili

გოგა თუშურაშვილი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ( IDFI) გუნდს შეუერთდა 2011 წლის აპრილში. ამჟამად იგი მუშაობს პროექტ "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა"-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე. გოგამ 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის მართვის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამა. მან სწავლა განაგრძო იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურაზე და 2011 წელს მიიღო მაკროეკონომისტის მაგისტრის ხარისხი.
This entry was posted in ბრძანებები, განკარგულებები, აქტები და სხვ. and tagged , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s