საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები (მესამე ნაწილი)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა წინა ბლოგ პოსტებში წარმოადგინა საქართველოს მთავრობის განკარგულებების ანალიზი, რომლებიც დაკავშირებული იყო  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  ფონდიდან  2012 წლის პირველ კვარტალში თანხების გამოყოფასთან. ხსენებული მთავრობის განკარგულებები ინსტიტუტმა მიიღო საქართველოს მთავრობის კანცელარიისგან პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ ფარგლებში. (თავდაპირველად მთავრობის კანცელარიამ უპასუხოდ დატოვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა. საჩივრის განხილვის პროცესში ინსტიტუტს გადაეცა მოთხოვნილი მთავრობის განკარგულებების ქსეროასლები).

IDFI-იმ ამჯერად საქართველოს მთავრობის კანცელარიას მიმართა 2012 წლის მეორე კვარტალში  გაცემული საქართველოს მთავრობის განკარგულებების ქსეროასლების მოთხოვნით, რომლებიც დაკავშირებული იყო 2012 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  ფონდიდან თანხების გამოყოფასთან. ამ შემთხვევაში მთავრობის კანცელარიამ 10 დღიანი ვადის დაცვით მოგვაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია.

მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად ჩვენ მოვამზადეთ სტატია, რომელიც ეთმობა 2012 წლის მეორე კვარტალს, რომელიც არანაკლებ საინტერესოა საზოგადოებისთვის, ვიანიდან მეორე კვარტალში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  ათვისებული თანხა ორჯერ აღემატება პირველ კვარტალში ათვისებულ თანხას.  სტატია ეხება  2012 წლის მეორე კვარტალში გამოცემულ მთავრობის განკარგულებებს, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისთვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის თანხების გამოყოფასთან.

1

2012 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების სიდიდით ერთ-ერთი გამორჩეული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ თანხის ათვისების მეთოდები ანალოგიური იყო, როგორც პირველი კვარტალის შემთხვევაში. საქართველოს მთავრობის განკარგულებებით თანხა გამოიყოფოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ შპს-სთვის, ხოლო ფინანსთა სამინისტრო ამას ასახავდა, როგორც  ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის გაკეთებულ ტრანსფერს. მაგალითად 2012 წლის 24 მაისის საქართველოს მთავრობის N994 განკარგულებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კურორტ ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლის გამწვანების მიზნით შპს „ANAKLIA_GANMUXURI RESORTS” გადაერიცხა 340 000 ლარი, ხოლო 2012 წლის 5 აპრილის  საქართველოს მთავრობის N575 განკარგულებით ანაკლიაში მშენებარე კაფე-რესტორნის მინაპლასტიკით  შემოსვისა და მანათობელი დანამატით შეღებვისათვის – 520 000 დოლარის ეკვივალენტი ლარი. ორივე შემთხვევაში შპს „ANAKLIA_GANMUXURI RESORTS”-ს მიეცა უფლება სახელმწიფო შესყიდვები განეხორციელებინა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ხოლო ფინანსთა სამინისტროს დაევალა ხსენებული ტრანსფერი აღერიცხა, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის განხორციელებული ტრანსფერი.

2012 წლის 23 მარტის საქართველოს მთავრობის N499 განკარგულებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყო 8 890 000 ლარი შ.პ.ს „საგზაო ტექნიკისათვის“ გადასაცემად. ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით შ.პ.ს „საგზაო ტექნიკს“ მიეცა უფლება სახელმწიფო შესყიდვები  განეხორციელებინა  გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისთვის თანხის გამოყოფას ადგილი ჰქონდა ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაშიც.  2012 წლის 24 მაისის საქართველოს მთავრობის N984 განკარგულებით სათხილამურო კურორტის განვითარების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ შპს „Goderdzi Resorts”-ს გამოეყო 5 918 600 ლარი. ფინანსთა სამინისტროს დაევალა გამოყოფილი თანხა აესახა, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტისათვის გადარიცხული ტრანსფერი.

აჭარის რეგიონში მიმდინარე მშენებლობებს ეხება ასევე, 2012 წლის 12 აპრილის საქართველოს მთავრობისN660 განკარგულება. მთავრობის გადაწყვეტილებით Batumi Tower-ის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული შენობის აშენების დამკვეთად შ.პ.ს „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტის“ მაგივრად განისაზღვრა შპს „ბათუმი თაუერი“. ამას წინ ერთვოდა შპს „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტსა“  და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის 6 აპრილს გაფორმებული ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სამინისტროს ჩუქების გზით გადაეცა  Batumi Tower-ის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული აქტივები და ვალდებულებები. ამავე განკარგულებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოეყო 5 000 000 ლარი შპს  „ბათუმი თაუერისათვის“ გადასაცემად.

მსგავს შემთხვევას ვხვდებით ასევე 2012 წლის 25 ივნისის   საქართველოს მთავრობის  N1214  განკარგულებაში, სადაც სოფელ ურბნისის სატუმბო სადგურის აღდგენა-რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოეყო 140  000 ლარი შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ კაპიტალის გასაზრდელად. ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით  სახელმწიფო შესყიდვები უნდა განხორციელებულიყო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2012 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთავრობის მიერ გაცემულ განკარგულებებში, რომლებიც ეხება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს-ებისთვის თანხის გამოყოფას,  ერთ-ერთი გამონაკლისი შემთხვევაა  2012 წლის 12 ივნისის  საქართველოს მთავრობის N1114 განკარგულება, სადაც  წყალტუბოს რეაბილიტაციისათვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყო 4 573 000 ლარი შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისთვის“ გადასაცემად და ამავდროულად შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ დაევალა სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ.

 2012 წლის მეორე კვარტალში ადგილი ჰქონდა ასევე ფონდიდან თანხის გამოყოფას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის. 2012 წლის 15 მარტის საქართველოს მთავრობის N436 განკარგულებით  ა(ა)იპ – თბილისის განვითარების ფონდს გადაერიცხა 8 000 000 (რვა მილიონი) ლარი ძველი თბილისის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით. ხსენებული ტრანსფერი ფინანსთა სამინისტროს დაევალა აღერიცხა, როგორც ქ. თბილისის მერიისთვის გადარიცხული ტრანსფერი.

საქართველოს 300 სოფელში კომპიუტერული ცენტრების შექმნისთვის  2012 წლის 8 ივნისის საქართველოს მთავრობის N1080 განკარგულებით სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გამოეყო 800 000 (რვაასი ათასი) ლარი ა(ა)იპ – კომპიუტერების ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის გადასაცემად. ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვები უნდა განხორციელებულიყო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

shps

About these ads

About gogatushurashvili

გოგა თუშურაშვილი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ( IDFI) გუნდს შეუერთდა 2011 წლის აპრილში. ამჟამად იგი მუშაობს პროექტ "საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა"-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე. გოგამ 2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის მართვის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამა. მან სწავლა განაგრძო იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურაზე და 2011 წელს მიიღო მაკროეკონომისტის მაგისტრის ხარისხი.
This entry was posted in ბრძანებები, განკარგულებები, აქტები და სხვ. and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s